4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა - როგორია პოლიტიკური სპექტრის რეაქცია - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა - როგორია პოლიტიკური სპექტრის რეაქცია

2026-05-07 20:48:55+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე ლაშა ბერიძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5 წლით, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს სტრატეგიული ობიექტების ბლოკირების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მოწოდებას ედავებოდნენ. დღეს ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებითაც ისარგებლეს.