დონალდ ტრამპი ირანსა და აშშ-ს შორის შესაძლო შეთანხმებაზე საუბრობს - Palitra News

დონალდ ტრამპი ირანსა და აშშ-ს შორის შესაძლო შეთანხმებაზე საუბრობს

2026-05-07 20:54:10+04:00

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანულ მაკრონთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ირანი მზადაა, ომის დასასრულებლად დიპლომატიური არხებით იმოქმედოს, თუმცა ირანელი ერის უფლებების დაცვას დაჟინებით მოითხოვს. ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა თეირანის ღრმა უნდობლობა თეთრი სახლის მიმართ ვაშინგტონის მიერ მოლაპარაკებების დროს განხორციელებული უცვლელი აგრესიის გამო. სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული სტრატეგიული სიტუაცია განიხილეს, კერძოდ, ჰორმუზის სრუტის საკითხი და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესი.

აშშ-ის პრეზიდენტი კი მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროგრესზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლოა სულ მალე ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება შედგეს.