ცეცხლის შეწყვეტის ფონზე რუსეთი კიევიდან ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბრობს - Palitra News

ცეცხლის შეწყვეტის ფონზე რუსეთი კიევიდან ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბრობს

2026-05-07 20:54:33+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის დედაქალაქიდან ყველა სახელმწიფოს თავიანთი საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, სამინისტრო ყველა ქვეყნის ხელისუფლებებს და უცხოური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დაჟინებით სთხოვს, ამ განცხადებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის, ასევე მოქალაქეების დროული ევაკუაცია ქალაქ კიევიდან. 4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხად 6 მაისის შუაღამიდან შემოიღო "სიჩუმის რეჟიმი" - რომელიც რუსეთმა, ფაქტობრივად, დაარღვია.