„მაგნიტსკის აქტის“ ინიციატორი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს - Palitra News

„მაგნიტსკის აქტის“ ინიციატორი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

2026-05-07 20:57:31+04:00

"მაგნიტსკის აქტის" ინიციატორმა, ბილ ბროუდერმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა. ლონდონში მზია ამაღლობელთან და საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე ბროუდერმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და მის წინააღმდეგ ყველანაირი კომპრომატი არსებობს. მისივე სიტყებით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ძირითადად, რუსეთის დავალებებს ასრულებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია გაერთიანებულმა სამეფომ, ის როგორც ოლიგარქი დაასანქციროს.