გურამ როგავა - მხოლოდ შემსრულებლების დაკავება საკმარისი არ არის - Palitra News

გურამ როგავა - მხოლოდ შემსრულებლების დაკავება საკმარისი არ არის

2026-05-07 21:01:16+04:00

საქართველოს პროკურატურამ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის, სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, რომლებიც ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში არიან ბრალდებულები. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ძალადობრივ ქმედებებს.

გურამ როგავა პროკურატურის ბრიფინგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ შემსრულებლების დაკავება საკმარისი არ არის. მისი თქმით, საზოგადოებას პასუხი სჭირდება იმაზეც, თუ ვინ გასცა ბრძანებები და ვინ მფარველობდა დამნაშავეებს.