შალვა პაპუაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკი-ს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპის იდეა თავდაპირველად მშვიდობას, ერთიანობასა და ერების თანასწორ თანამშრომლობას ეფუძნებოდა. მისი თქმით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს მიმართ ამ პრინციპებს დაშორდა და უფრო დაპირისპირებას, ზეწოლასა და შიდა საქმეებში ჩარევას ემსახურება. პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ევროკავშირის განცხადებებს და ამბობს, რომ საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და არ საჭიროებს „ევროპისკენ გზის ჩვენებას“. ქვეყნის პირველი კანონმდებელი ევროკავშირს მოუწოდებს, შეცვალოს რიტორიკა, უარი თქვას დაპირისპირებაზე და ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და რეალურ პარტნიორობაზე დააფუძნოს.