როგორ მიმდინარეობს ლევან ხაბეიშვილი-სა და მურთაზ ზოდელავა-ს საქმეზე დასკვნითი პროცესი - Palitra News

როგორ მიმდინარეობს ლევან ხაბეიშვილი-სა და მურთაზ ზოდელავა-ს საქმეზე დასკვნითი პროცესი

2026-05-08 12:44:07+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით ისარგებლებენ. ბრალდებული ლევან ხაბეიშვილი კი საბოლოო სიტყვით მიმართავს სასამართლოს. სასამართლო პროცესს ლევან ხაბეიშვილი ესწრება, ხოლო მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე, უარი განაცხადა. ეკა ლემონჯავა იმყოფება საქალაქო სასამართლოში.