შალვა პაპუაშვილის ღია წერილი პაველ ჰერჩინსკს და გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

შალვა პაპუაშვილის ღია წერილი პაველ ჰერჩინსკს და გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-05-08 15:40:32+04:00

9 მაისი - ევროპის დღეა. ხვალ ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია, სხვადასხვა აქტივობაა, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპის იდეა თავდაპირველად მშვიდობას, ერთიანობასა და ერების თანასწორ თანამშრომლობას ეფუძნებოდა. მისი თქმით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს მიმართ ამ პრინციპებს დაშორდა და უფრო დაპირისპირებას, ზეწოლასა და შიდა საქმეებში ჩარევას ემსახურება. პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ევროკავშირის განცხადებებს და ამბობს, რომ საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და არ საჭიროებს „ევროპისკენ გზის ჩვენებას“.