პროკურატურის ბრალდებები და დაცვის პოზიცია - სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

პროკურატურის ბრალდებები და დაცვის პოზიცია - სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

2026-05-08 15:47:16+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით სარგბველობენ. სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა. პროკურორის მტკიცებით - ლევან ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებების ერთადერთი მიზანი იყო ხალხი გაეერთიანებინა და ეს სახელმწიფო დამხობისკენ მიმართულიყო, მურთაზ ზოდელავას უხეშმა ქმედებამ კი გამომძიებელს ხელი შეუშალა.