ირაკლი კობახიძის შემდეგ სონატა კოლტერი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც შეხვდა - რა გზავნილები მიიღეს ამერიკელმა დიპლომატებმა - Palitra News

ირაკლი კობახიძის შემდეგ სონატა კოლტერი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც შეხვდა - რა გზავნილები მიიღეს ამერიკელმა დიპლომატებმა

2026-05-08 15:44:58+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი საქართველოში პოლიტიკური აქტორებისგან ქვეყნაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას იღებს. ირაკლი კობახიძის შემდეგ ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც შეხვდა. "ქართული ოცნების" ოპონენტების შესახებაც, რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს “ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ტყუილი, რადგან ამის პარალელურად “ქართული ოცნებისგან “კვლავ ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა ისმის. ოპოზიციის განცხადებით, მათი მთავარი გზავნილია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკამ საქართველო საკუთარი დღის წესრიგის მიღმა არ დატოვოს.