საბურთალოზე მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - Palitra News

საბურთალოზე მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

2026-05-08 16:24:48+04:00

თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა.

შეგახსენებთ, თბილისში, რამდენიმე წუთის წინ საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.