განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკოსები აფასებენ - Palitra News

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკოსები აფასებენ

2026-05-08 21:02:01+04:00

ერთ-ერთი დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი აღიარა.უფლებადაცმველს სხვა დეტალებზე არ უსაბრია, რადგან როგორც აღნიშნა გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი აქვს და ინფორმაციის გამჟღავნებაში შეზღუდულია. საქართველოს პროკურატურამ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის, სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, რომლებიც ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში არიან ბრალდებულები. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ძალადობრივ ქმედებებს. გურამ როგავა პროკურატურის ბრიფინგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ შემსრულებლების დაკავება საკმარისი არ არის. მისი თქმით, საზოგადოებას პასუხი სჭირდება იმაზეც, თუ ვინ გასცა ბრძანებები და ვინ მფარველობდა დამნაშავეებს.