ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი მეორე დღეა საქართველოშია და შეხვედრებს მართავს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე მზაობა დაადასტურა, ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც დღეს კოლტერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. მანამდე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე ისაუბრეს, მთავრობის მეთაურთანაც. კოლტერმა მოსაზრებები მოისმინა ოპოზიციონერებისგან. როგორც შეხვედრის შემდეგ ითქვა, სახელიმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სრულადაა ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.