შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო „ევროპისკენ გზის ჩვენებას“ არ საჭიროებს - Palitra News

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო „ევროპისკენ გზის ჩვენებას“ არ საჭიროებს

2026-05-08 21:05:25+04:00

9 მაისი - ევროპის დღეა. ხვალ ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპის იდეა თავდაპირველად მშვიდობას, ერთიანობასა და ერების თანასწორ თანამშრომლობას ეფუძნებოდა. მისი თქმით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს მიმართ ამ პრინციპებს დაშორდა და უფრო დაპირისპირებას, ზეწოლასა და შიდა საქმეებში ჩარევას ემსახურება. პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ევროკავშირის განცხადებებს და ამბობს, რომ საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და არ საჭიროებს „ევროპისკენ გზის ჩვენებას“.