მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი 20 მაისს გამოცხადდება. ამ დღეს ბრალდებული ლევან ხაბეიშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. დღეს კი დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც დაკავებულმა პოლიტიკოსმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა მათ შორის გამოეხმაურა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გდდ-ს თანამშრობლების დაკავებას.