4 ოქტომბრის საქმეზე ლაშა ბერიძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5 წლით, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს სტრატეგიული ობიექტების ბლოკირების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მოწოდებას ედავებოდნენ. ხელისუფლების ოპონენტებისა და მსჯავრდებულების ადვოკატების განცხადებით, სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.