დონალდ ტრამპი - მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში - Palitra News

დონალდ ტრამპი - მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში

2026-05-08 23:24:52+04:00

რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს.

„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება (9, 10 და 11 მაისს) რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. გამარჯვების დღის ზეიმია რუსეთში, მაგრამ ასევე უკრაინაში, ვინაიდან ისინიც მეორე მსოფლიო ომის დიდი ნაწილი და ფაქტორი იყვნენ. ეს ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა კინეტიკური აქტიურობის შეჩერებას და ასევე ყოველი ქვეყნიდან 1000 ტყვის გაცვლას. ეს მოთხოვნა პირადად მე გავაკეთე, და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მასზე დათანხმებას.

იმედია, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი, სიკვდილით სავსე და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისია“, - წერს ტრამპი.