Amnesty International - სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება მეტს მოითხოვს, ვიდრე ხუთი პოლიციელის წინააღმდეგ დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის ბრალდება - Palitra News

Amnesty International - სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება მეტს მოითხოვს, ვიდრე ხუთი პოლიციელის წინააღმდეგ დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის ბრალდება

2026-05-09 01:40:31+04:00

სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება მეტს მოითხოვს, ვიდრე ხუთი პოლიციელის წინააღმდეგ დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის ბრალდება, - ამის შესახებ Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევმა განაცხადა, რითაც 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას გამოეხმაურა, საიდანაც სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.„2024 წლიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დარბევის დროს პოლიციის მიერ ძალის ფართოდ გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა არ უნდა დასრულდეს ხუთი სამართალდამცავის ბოლოდროინდელი დაპატიმრებით, რაც უკვე 17 თვის დაგვიანებით მოხდა.Amnesty International-მა ძალის უკანონო გამოყენების, სავარაუდო წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათობით შემთხვევის დოკუმენტირება მოახდინა, ასევე მძიმე დაზიანებების - მათ შორის ძვლების მოტეხილობების - იმ პირებისთვის, რომლებიც უბრალოდ სარგებლობდნენ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების უფლებებით. ასობით მომიტინგე ჩიოდა ასეთი მოპყრობის შესახებ. სამართლიანობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ყველა ამ შემთხვევისთვის. მხოლოდ ეს ხუთი პირის დაპატიმრება ნაკლებად ცვლის საქართველოში დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს ან იმ ფაქტს, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათობით შემთხვევა ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება.გენერალური პროკურატურის გამოძიება უნდა გავრცელდეს ყველა იმ პირზე, ვისზეც ეჭვი არსებობს, მათ შორის მათზე, ვინც ბრძანება გასცა და ვინც არ შეასრულა ადამიანის უფლებების დარღვევების თავიდან აცილების მოვალეობა. აუცილებელია, რომ ანგარიშვალდებულება იყოს მეთაურობის მთელი ჯაჭვისთვისა და პოლიციის უკანონო ქმედებების ყველა დაფიქსირებული შემთხვევისთვის", - განაცხადა კრივოშეევმა.