შალვა პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე - როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოოდ, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება - Palitra News

შალვა პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე - როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოოდ, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება

2026-05-09 12:13:51+04:00

როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოოდ, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ოპოზიციის ალიანსის" მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ოპოზიციის ალიანსი" დანაშაულებრივი გაერთიანებაა, რომელიც დანაშაულებს გეგმავს და მიიჩნევს, რომ 26 მაისს მათ მიერ დაანონსებული აქციაც, მორიგი დანაშაულის დაგეგმვაა.

„26 მაისს ჩვენ აღლუმს ველით, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა, რომ წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმენი ვიყოთ და ეს დიდი ზეიმი იქნება ჩვენი ხალხისთვის.

რაც შეეხება დანაშაულებრივ გაერთიანებას, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს, ამ დანაშაულებრივი გაერთიანების მთელი არსი ის არის, რომ რაღაც დანაშაულები უნდა დაგეგმონ და ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოოდ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. ახლაც ასე იქნება.

ვხედავთ, რომ ფრუსტრირებულები არიან, ერთმანეთს ჭამენ, ეჩხუბებიან, იმის გამო რომ დავალებას ვერ ასრულებენ და მათი დამკვეთები უბრაზდებიან სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან და შემდგომ ეს ბრაზი გადმოაქვთ ერთმანეთზე",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.