შალვა პაპუაშვილი ევროპის დღის ღონისძიებაზე - დასწრების არანაირნი სურვილი არ მაქვს - მაინტერესებს, ვიხილავთ, თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ჩამოართმევენ თუ არა მათ ხელს - Palitra News

შალვა პაპუაშვილი ევროპის დღის ღონისძიებაზე - დასწრების არანაირნი სურვილი არ მაქვს - მაინტერესებს, ვიხილავთ, თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ჩამოართმევენ თუ არა მათ ხელს

2026-05-09 12:19:33+04:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ აქვს.

შალვა პაპუაშვილი შეახსენებს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მეორე მსოფლიო ომში ქართველების მიერ გაღებულ მსხვერპლს და ამბობს, რომ, „რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე იქნებოდა და არც არაფერი ექნებოდათ საზეიმო“

„არანაირნი სურვილი არ მაქვს. ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტი სამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ევროკავშირის ელჩს ერთი სიტყვა არ დასცდენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300 000 ქართველის შესახებ. რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე იქნებოდა და არც არაფერი ექნებოდათ საზეიმო. ასე რომ, ვუყურებ, რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი და ამ მიტინგში მონაწილეობის არანაირი სურვილი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს.

მეორე მხრივ, ერთი რამ მაინტერესებს, ვიხილავთ, თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ხელისუფლების დამხობის თანაორგანიზატორებს პოლიტიკური მნიშვნელობით, ისინი, ვინც გვემუქრებოდნენ ჩვენ ნეპალით. აი, ეს ხალხი გამოჩნდება, თუ არა მათ ღონისძიებაზე, ხელს ჩამოართმევენ თუ არა ამ ხალხს და მაინტერესებს, 26 მაისს რომ დაანონსებული აქვთ კიდევ ერთი 4 ოქტომბერი, ის ხალხი თუ იქნება ამ წვეულებაზე და შეკრებაზე და ხელს თუ ჩამოართმევენ ამ ხალხს იმიტომ, რომ ეს ბევრ რამეს ქართველ ხალხს. აჩვენებს სინამდვილეში ვინ დგას საქართველოში სიძულვილის, ძალადობის, დაპირისპირებისა და რადიკალიზმის უკან“, - აცხადებს პაპუაშვილი.