საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, შეკრებას დაახლოებით 2000 დელეგატი დაესწრება, ხოლო ორგანიზაციული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კრების პარალელურად, სინოდის წევრებს შორის განსხვავებული შეფასებები ისმის პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ პროცესში გარე ძალების ჩარევის საფრთხე არსებობს და საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მეორე ნაწილი მსგავს მოსაზრებებს არ იზიარებს.
პოლიტიკოსების შეფასებით, პატრიარქის ინსტიტუტს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მომავალი არჩევანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მათი თქმით, თუ შესაძლო ჩარევის შესახებ კითხვები არსებობს, ეს გარემოებები პატრიარქის არჩევამდე უნდა გაირკვეს.