გადაიტვირთება თუ არა აშშ-საქართველოს ურთიერთობები - სახელმწიფო მდივნის თანამშემწის მოადგილე სონატა კოლტერი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა - Palitra News

გადაიტვირთება თუ არა აშშ-საქართველოს ურთიერთობები - სახელმწიფო მდივნის თანამშემწის მოადგილე სონატა კოლტერი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

2026-05-09 12:59:57+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწის მოადგილე სონატა კოლტერი თბილისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო.

ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, ასევე პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე გამახვილდა.

აშშ-ის წარმომადგენელმა ოპოზიციის წევრებთანაც გამართა შეხვედრები და მათგან ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ შეფასებები მოისმინა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სრულ ინფორმაციას ფლობს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საქართველოში კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი იგეგმება.