ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის 30 წლის იუბილე წელს თბილისში სპეციალური ღონისძიებით აღინიშნება. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღონისძიებას ექსპო ჯორჯიაში მართავს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, პარტნიორი ორგანიზაციები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები ერთ სივრცეში მოიყრიან თავს.
ღონისძიების მთავარი აქცენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის მრავალწლიან თანამშრომლობაზე, საერთო ღირებულებებსა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაკეთდება. ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობის სამი ათწლეულის შედეგებს აჯამებენ.
ღონისძიება მრავალფეროვან პროგრამას გააერთიანებს და სხვადასხვა მიმართულებით აქტივობებს მოიცავს.