განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქმეზე პროკურატურამ ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა - Palitra News

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქმეზე პროკურატურამ ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

2026-05-09 13:05:46+04:00

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქმეზე პროკურატურამ ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები უკანონოდ ფლობდნენ და რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს - „ალფა-პვპ“-ს, „მეთადონსა“ და „მეფედრონს“. ერთ-ერთი მათგანი ნარკოტიკებს სხვადასხვა ლოკაციაზე მალავდა, ხოლო კიდევ ერთმა პირმა სოციალური ქსელის მეშვეობით განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა სცადა. სამართალდამცველებმა ნივთიერება საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღეს.

საქმეში ასევე ფიგურირებს „ტრამადოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტიც.

ბრალდებულებს რამდენიმე მუხლით ედავებიან, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა.