ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - ამჯერად ღონისძიებები ლანჩხუთსა და ოზურგეთში გაიმართა - Palitra News

ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - ამჯერად ღონისძიებები ლანჩხუთსა და ოზურგეთში გაიმართა

2026-05-09 13:08:38+04:00

ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - ამჯერად ღონისძიებები ლანჩხუთსა და ოზურგეთში გაიმართა, სადაც დაახლოებით 200 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

შეხვედრებზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის უფლებებსა და საარჩევნო პროცესში მოქალაქეების როლზე ისაუბრა. ყურადღება ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე გამახვილდა.

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მონაწილეებს დეზინფორმაციის გავლენასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომებზე ინფორმაცია გააცნო. მისი განმარტებით, ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა მექანიზმით უზრუნველყოფს.

შეხვედრების ფარგლებში ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა, არჩევნების ორგანიზების პროცესი და ტექნოლოგიური სიახლეები დეტალურად გააცნეს. საინფორმაციო შეხვედრები 7-8 მაისს გაიმართა.