პაველ ჰერჩინსკი - პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მივიღე - რაც შეეხება ევროპის დღის ღონისძიებაზე მოწვევას, ყველა მოვიწვიეთ და ვისაც სურს, შეუძლია შემოგვიერთდეს - Palitra News

პაველ ჰერჩინსკი - პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მივიღე - რაც შეეხება ევროპის დღის ღონისძიებაზე მოწვევას, ყველა მოვიწვიეთ და ვისაც სურს, შეუძლია შემოგვიერთდეს

2026-05-09 13:22:24+04:00

ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მივიღე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, პასუხი შესაბამის დროში იქნება.

„დიახ, ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მივიღე. წერილი ჩვენს მთავარ ოფისს გადავუგზავნეთ და პასუხიც შესაბამის დროში იქნება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, მიწვეულები იყვნენ თუ არა ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლები, ელჩმა უპასუხა, რომ ღონისძიება ყველასთვის ღიაა.

„ეს ღია ღონისძიებაა. ჩვენ ყველანი მოვიწვიეთ. ნახავდით პოსტერებს ქალაქში, ასევე რეკლამებს სოციალურ ქსელებში. ყველას ვისაც სურს, შეუძლია შემოგვიერთდეს და ევროპის დღე ჩვენთან ერთად აღნიშნოს“, - განაცხადა ელჩმა.