შალვა კერესელიძე - მოვედით, რომ პატივი მოვაგოთ სამამულო ომში დაღუპულებს, აქედან კი ევროპის დღის ღონისძიებაზე მივდივართ - ოპოზიციაა აქ არ მოდის, „ქართული ოცნება” - იქ, ჩვენ კი არცერთის შეხედულების მიხედვით არ ვმოქმედებთ - Palitra News

შალვა კერესელიძე - მოვედით, რომ პატივი მოვაგოთ სამამულო ომში დაღუპულებს, აქედან კი ევროპის დღის ღონისძიებაზე მივდივართ - ოპოზიციაა აქ არ მოდის, „ქართული ოცნება” - იქ, ჩვენ კი არცერთის შეხედულების მიხედვით არ ვმოქმედებთ

2026-05-09 13:24:05+04:00

პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკეს. როგორც ამავე პარტიის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 81 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან. მოვედით, რომ პატივი მოვაგოთ სამამულო ომში დაღუპულებს. აქედან კი ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მივდივართ.

„ქართული ოცნება" იქ არ მიდის და მონაწილეობას არ იღებს, ოპოზიცია კი აქ არ მოდიან. ჩვენ არც ერთის და არც მეორე ძალის შეხედულებების შესაბამისად არ ვმოქმედებთ. ჩვენთვის ეს დღე მნიშვნელოვანია, აქ სადაო არაფერია",- განაცხადა შალვა კერესელიძემ.