დონალდ ტრამპი ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან პოლონეთში გადაყვანას არ გამორიცხავს - Palitra News

დონალდ ტრამპი ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან პოლონეთში გადაყვანას არ გამორიცხავს

2026-05-09 13:24:51+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან პოლონეთში გადაყვანას არ გამორიცხავს.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა, აშშ-მა ჯარისკაცები გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანოს.

„ეს პოლონეთს მოეწონებოდა. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს პოლონეთთან. მე პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის ძალიან მომწონს, ამიტომ, ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას პენტაგონმა გერმანიიდან, მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდის განმავლობაში, 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ გამოაცხადა. პენტაგონმა გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ირანში ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ გერმანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირებას განიხილავდა.