პეტერ ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო - ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, არც ერთი მათგანი არ არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს, თუ რა არის ევროპა - Palitra News

პეტერ ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო - ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, არც ერთი მათგანი არ არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს, თუ რა არის ევროპა

2026-05-09 14:40:46+04:00

მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არც ერთი მათგანი არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა,-ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „პალიტრანიუსს" ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაგზავნილი ვრცელი წერილის შეფასებისას განუცხადა.

ფიშერის თქმით, ბრალდებები, რომ ევროკავშირი აზიანებს საქართველოსთან ურთიერთობას, მცდარია და „ეს საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან“.

„ბრალდებები ცხადია, რომ მცდარია, ვფიქრობ, რომ აქ [ევროპის დღეზე] მყოფ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ევროპას ხედავენ როგორც მეგობარს, როგორც მეგობრულ და კარგ ადგილს, ხედავენ როგორც იმედის წყაროს, როგორც პარტნიორს, რომელიც საქართველოს პარტნიორობას უწევს მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ჩვენ არ ვიღებთ ამ კრიტიკას, უარვყოფთ ამ კრიტიკას და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. მე ყოველთვის ვუწევ რეკომენდაციას ქართველ ხალხს, რომ წაიკითხონ ევროკავშირის შეთანხმებები, ყველაფერი წერია იქ, თუ რა არის ჩვენი ღირებულებები, რა არის ჩვენი კონსტიტუცია. ჩვენ ვემყარებით ერთიანობას და მრავალფეროვნებას, ვართ მშვიდობიანი, თავისუფალი და კეთილდღეობის მქონე ადგილი და ქართველები ძალიან სასურველები არიან, რომ იყვნენ ჩვენთან, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები”, -განაცხადა პეტერ ფიშერმა.