პეტერ ფიშერი გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის მოხსენიებაზე - გონივრულ დროში თქვენ იხილავთ გონივრულ გადაწყვეტას - Palitra News

პეტერ ფიშერი გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის მოხსენიებაზე - გონივრულ დროში თქვენ იხილავთ გონივრულ გადაწყვეტას

2026-05-09 15:29:37+04:00

გონივრულ დროში ჩვენ ვიხილავთ გონივრულ გადაწყვეტას, - ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რატომ წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი.

როგორც ელჩმა განაცხადა, საელჩო არ არის პასუხისმგებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

„გერმანიის საელჩო პასუხს არ აგებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უნდა გადავამისამართო, მაგრამ ვიტყოდი, რომ გონივრულ დროში თქვენ იხილავთ გონივრულ გადაწყვეტას”,- აცხადებს ფიშერი.