მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში ვეტერანები, მათი ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ასევე მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ შეამკეს. ადგილზე მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებოდნენ. ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი ადამიანი წავიდა, თუმცა სამშობლოში მათი მხოლოდ ნახევარი დაბრუნდა. ვეტერანების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება - 2024 წლის მონაცემებით ქვეყანაში 81 მონაწილე იყო დარჩენილი.