თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე სუს-ისა და შსს-ს ორი მოქმედი თანამშრომლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება და დღეს აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.
საქმე 2024 წლის აქციების დროს ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტებს ეხება, რის გამოც სულ ხუთი პირია დაკავებული, მათ შორის მოქმედი და ყოფილი სპეცრაზმელები. ბრალდებები 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.