ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო სამი პირი ამხილეს - Palitra News

ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო სამი პირი ამხილეს

2026-05-09 16:03:46+04:00

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო სამი პირი ამხილეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია. მათ მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის 42 მობილური ტელეფონი და თანხა მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მალევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დგინდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც.