პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა - Palitra News

პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა

2026-05-09 18:20:03+04:00

პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ იმ ინსტიტუტების ლიდერებს, რომლებიც წინა სისტემის პოლიტიკური მსახურები იყვნენ, გამოიჩინონ გამბედაობა და 31 მაისამდე თანამდებობებიდან საკუთარი ნებით გადადგნენ. დაე, ეს ტომაშ შუიოკმა დაიწყოს!“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პარტია „ტისას“ მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება.„სამშობლო არა პრივილეგია, არამედ საერთო სახლია და სახელმწიფომ თითოეული ადამიანის მიმართ თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს უნგრეთის პარლამენტმა პეტერ მადიარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცა.