ევროპის დღე "ქართული ოცნების" გარეშე - Palitra News

ევროპის დღე "ქართული ოცნების" გარეშე

2026-05-09 20:20:03+04:00

ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის 30 წლის იუბილე თბილისში ურთიერთკრიტიკის ფონზე აღინიშნა. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპის დღის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, უნდა ახსოვდეს მეორე მსოფლიო ომში ქართველების მსხვერპლი, რადგან, პაპუაშვილის სიტყვებით, „რომ არა ეს მსხვერპლი, ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა“.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სჭირდება ლექციები იმაზე, თუ რას ნიშნავს ევროპა.

ევროპის დღეზე სიტყვით გამოვიდა პაველ ჰერჩინსკიც. ევროკავშირის ელჩის განმარტებით, საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა და ანტიევროპული რიტორიკა ურთიერთობებს აზიანებს, თუმცა ევროკავშირი კვლავ იმედოვნებს, რომ საქართველო ერთ დღეს გაწევრიანდება.