მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში ვეტერანები, მათი ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა - მათ შორის იყვნენ შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე. ასევე ადგილზე მისული იყო თბილისის მერი, კახა კალაძე. ამასთანავე, ადგილზე მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებოდნენ. ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი ადამიანი წავიდა, თუმცა სამშობლოში მათი მხოლოდ ნახევარი დაბრუნდა. ვეტერანების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება - 2024 წლის მონაცემებით ქვეყანაში 81 მონაწილე იყო დარჩენილი.