თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ლევან ხაბეიშვილსა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე სუს-ისა და შსს-ს ორი ყოფილი და ასევე მოქმედი თანამშრომლების დახურული სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, შესაბამისად, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობას ედავებიან. დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით მათ წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ. როგორც პროკურორი ამბობს, დაკავებული პირები დანაშაულს აღიარებენ - დღევანდელ სხდომას ერთ-ერთი დაზარალებული, საპროტესტო აქციების მონაწილე ზვიად მაისაშვილი ესწრებოდა და როგორც მან განაცხადა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მას სასამართლო დარბაზში ბოდიში მოუხადა.