ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით შაბათის ტრადიციული საპროტესტო მარში მიმდინარეობს.
მსვლელობის დღევანდელი ლოზუნგია „ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია“.
მარშის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, სადაც მოქალაქეები ერთ წელზე მეტია იკრიბებიან და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.