შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა

2026-05-10 11:34:24+04:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.