ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაცია ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, თავდასხმა ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერის დასრულების შემდეგ მოხდა. მისივე თქმით, თავს ჰესების ლობისტი და ამავე დროს, “ქართულ იცნებასთან” დაკავშირებული პირი დაესხა. ჟურნალისტი წერს რომ თავდასხმის შედეგად დაზიანება სახის არეში მიიღო. ცნობილია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციას ჩვენება უკვე მისცა თავად მთივლიშვილმა.