საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა

2026-05-10 13:55:29+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ჩაატარეს. მასში ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ასეულებიც მონაწილეობდნენ. წვრთნისა და შეფასების სწავლების მიზანია, ქვედანაყოფის მხარდამჭერ კოლექტიურ დავალებებში, მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით, ბატალიონის მომზადება.