განსაკუთრებით დიდი ოდენობით „გამომშრალი მარიხუანის“ საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს - Palitra News

განსაკუთრებით დიდი ოდენობით „გამომშრალი მარიხუანის“ საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

2026-05-10 14:02:30+04:00

კრიმინალურმა პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.