საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ახალი პატრიარქის ასარჩევად ემზადება - Palitra News

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ახალი პატრიარქის ასარჩევად ემზადება

2026-05-10 14:20:50+04:00

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია ახალი პატრიარქის ასარჩევად ემზადება. სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება, ბოლო დეტალები გვარდება. ორშაბათს, დღის პირველ საათზე ახალი პატრიარქის ასარჩევად ყველა ეპარქიიდან დაახლოებით 2000 დელეგატი შეიკრიბება. მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცემათ, თუმცა საბოლოო ხმის მიცემაში მონაწილეობას მხოლოდ სინოდის 39 წევრი მიიღებს. ხმის მიცემა ფარული იქნება. საპატრიარქო ტახტის არჩევნების ბოლო ეტაპში მონაწილეობას 3 კანდიდატი იღებს. პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. საბოლოო გამარჯვებისთვის აუცილებელია კანდიდატს ნახევარზე მეტი ხმა ჰქონდეს. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 20 ხმა ან უფრო მეტი ვერ დააგროვა, ამ შემთხვევაში ახალი პატრიარქის ვინაობა მეორე ტურში გადაწყდება.