პეტერ მადიარი: ორბანის მთავრობის წარმომადგენლებმა თანამდებობები უნდა დატოვონ - Palitra News

პეტერ მადიარი: ორბანის მთავრობის წარმომადგენლებმა თანამდებობები უნდა დატოვონ

2026-05-10 14:31:53+04:00

უნგრეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მადიარმა თქვა, რომ ტომაშ შუიკოვმა და მასთან ერთად იმ ლიდერებმაც , რომლებიც ვიქტორ ორბანის მთავრობას ემსახურებოდნენ 31 მაისამდე დაკავებული თანამდებობები უნდა დატოვონ. მისი თქმით, პარტია „ტისას“ მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება.„სამშობლო არა პრივილეგია, არამედ საერთო სახლია და სახელმწიფომ თითოეული ადამიანის მიმართ თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.