ვლადიმირ პუტინი: უკრაინაში ომი შესაძლოა დასასრულისკენ მიდიოდეს - Palitra News

ვლადიმირ პუტინი: უკრაინაში ომი შესაძლოა დასასრულისკენ მიდიოდეს

2026-05-10 14:35:29+04:00

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა დასასრულისკენ მიდიოდეს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო შეთანხმებაზე ძირითადი პირობები უკვე შეთანხმებული იქნება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა შეიძლება გაიმართოს, როგორც მოსკოვში, ისე რომელიმე მესამე ქვეყანაშიც.