რობერტ ფიცო - ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვლადიმერ პუტინს შეტყობინება გადავეცი - თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია შეხვედრით, რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს - Palitra News

რობერტ ფიცო - ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვლადიმერ პუტინს შეტყობინება გადავეცი - თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია შეხვედრით, რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს

2026-05-10 14:52:16+04:00

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

ფიცოს მტკიცებით, მასთან საუბრის დროს ზელენსკიმ გამოთქვა სურვილი, პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს.

სლოვაკეთის პრემიერი აცხადებს, რომ ეს გზავნილი რუსულ მხარეს გადასცა.

„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან რუსეთის პრეზიდენტს შეტყობინება გადავეცი. სომხეთში ჩვენი პირადი შეხვედრის დროს მან მითხრა, რომ მზადაა შეხვდეს პუტინს ნებისმიერ ფორმატში. პასუხი აშკარაა: თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია შეხვედრით, რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს“, - აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, რობერტ ფიცო რუსეთში 8-9 მაისს იმყოფებოდა.