სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, წლიური ინფლაცია 4.3%-ია - Palitra News

სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, წლიური ინფლაცია 4.3%-ია

2026-05-10 15:00:38+04:00

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. დოკუმენტი, რომელზეც პარლამენტი 11 მაისის სხდომაზე იმსჯელებს, სახელწმიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვას მოიცავს. ანგარიშს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამჯერად ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს. მიმოხილვის მიხედვით, პირველი სამი თვის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს 99 მილიონ ლარზე მეტი აქვს ათვისებული. დოკუმენტში ნათქვამია რომ 1 კვარტლის საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 9.1%-ია. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, 2026 წლის მარტისთვის წლიური ინფლაცია 4.3%-ია, ხოლო წლიური საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 4,4%. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 997 ათასს გადააჭარბა.