მედია - ირანმა ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებას უპასუხა - Palitra News

მედია - ირანმა ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებას უპასუხა

2026-05-10 18:46:10+04:00

ირანმა აშშ-ის მიერ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთავაზებულ უახლეს წინადადებაზე პასუხი გაგზავნა , - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედია წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი აშშ-ის შეთავაზებაზე პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით წარადგინეს.

ირანის პასუხის დეტალები არ გახმაურებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „შეთავაზებული ჩარჩოს თანახმად, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე რეგიონში ომის დასრულების საკითხზე იქნება ფოკუსირებული“.