ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი გაიმართება - Palitra News

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი გაიმართება

2026-05-11 09:33:06+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი გაიმართება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული და ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს შეეხება.

საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე სტიკერის გაკვრას, წარწერით - „იფიცება საქართველო“. პროცესს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გაუძღვება, ხოლო ამაღლობელის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

საჩივრის განხილვაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად უარი თქვა, თუმცა მოგვიანებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად პირველ ინსტანციას დაუბრუნა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.