აშშ-მა ირანის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივას ოფიციალური პასუხი უკვე გასცა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა - Palitra News

აშშ-მა ირანის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივას ოფიციალური პასუხი უკვე გასცა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა

2026-05-11 09:34:24+04:00

აშშ-მა ირანის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივას ოფიციალური პასუხი უკვე გასცა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა. წინადადებები ერთმანეთს პაკისტანის შუამავლობით გადაეცა.

მედიის ინფორმაციით, ირანის გეგმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების ახალი მექანიზმის შექმნას, სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების დაბრუნებასა და რეგიონში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მოიცავდა, მათ შორის ლიბანში მიმდინარე დაპირისპირების დასრულებასაც.

ვაშინგტონში შეთავაზება მიუღებლად შეაფასეს და განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები შეთანხმებას არ დათანხმდება, თუ თეირანის ბირთვული პროგრამა არ შეიზღუდება. ირანის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები ქვეყნის ინტერესების დათმობას არ ნიშნავს.

ამავდროულად, რეგიონში დაძაბულობა იზრდება. ჰორმუზის სრუტეში აშშ სამხედრო-საზღვაო ოპერაციებს აგრძელებს, ირანი კი უცხოურ სამხედრო ყოფნას ეწინააღმდეგება. ბოლო დღეებში დაფიქსირდა უპილოტო აპარატებით თავდასხმები და ნავთობტანკერების გადაადგილების შეფერხებაც.